logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ რაჭველი: თიკა რუხაძის გამოცდილება და უნარები ნებისმიერ შემოქმედებით ორგანიზაციას გამოადგება
- +

9 აგვისტო. 2016. 20:44


„ის გამოცდილება, რომელიც თიკას აქვს დაგროვილი სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებების ხელმძღვანელის და მენეჯერის პოსტებზე, ის თვისებები და უნარები, რაც მას გააჩნია როგორც ხელმძღვანელს და მენეჯერს, გამოადგება ქვეყანაში ნებისმიერ შემოქმედებით ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში, სწორედ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს", - ასე აფასებს მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი თიკა რუხაძის კანდიდატურის წარდგენას მოსწავლე-ახალგაზრდობის დირექტორის თანამდებობაზე. ამის შესახებ ნიკოლოზ რაჭველი „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ თიკა რუხაძის გამოცდილების ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

 

„საინიციატივო ჯგუფმა, როდესაც აღნიშნულ თანამდებობაზე ვაკანსია გაჩნდა, მივიჩნიეთ, რომ თიკა რუხაძე იქნებოდა ძალიან კარგი კანდიდატი.  მივმართეთ წერილობით თბილისის მერს და ვთხოვეთ, რომ თიკა რუხაძის კანდიდატურა მხედველობაში იქონიოს.

 

მიგვაჩნია, რომ ის გამოცდილება, რომელიც თიკას აქვს დაგროვილი სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებების ხელმძღვანელის და მენეჯერის პოსტებზე, ის თვისებები და უნარები, რაც მას გააჩნია როგორც ხელმძღვანელს და მენეჯერს, გამოადგება ქვეყანაში ნებისმიერ შემოქმედებით ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში, სწორედ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს.

 

გავიგეთ, რომ გამოცხადებული არის კონკურსი და ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ კონკურსის შედეგებში ნამდვილად თიკა გაიმარჯვებს.

 

დარწმუნებული ვარ კიდევ სხვა კანდიდატებიც გაჩნდებიან ამ კონკრეტულ თანამდებობაზე, ყელას ექნება საკმაოდ კარგი ხედვა, გულით და სულით ყველა მოინდომებს, რომ სასახლე იყოს უკეთესი. მაგრამ, მგონია, რომ თიკას თვისებები და გამოცდილება სულ სხვაა.

 

პირადად მე ძალიან ბევრ პროექტში მითანამშრომლია მასთან.  თიკა იყო მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, რომელშიც მე ვიყავი წლების განმავლობაში მუსიკალური ხელმძღვანელი. კიდევ ერთად გვქონდა შემოქმედებითი ორგანიზაცია „მელოდია არტი", ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტიც განვახორციელეთ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ თვისებების დაკარგვა და ხელიდან გაშვება, რაც თიკა რუხაძეს აქვს, ნამდვილად არ შეიძლება", - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.


შეგახსენებთ, 30-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციაზე თიკა რუხაძის კანდიდატურა წარადგინა. საინიციატივო ჯგუფში არიან ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, დავით დოიაშვილი და საქართველოს კულტურის სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner