დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინაში უფრო მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა.
„დღევანდელი დღის შედეგად უკრაინა უფრო მეტ ლეტალურ იარაღს მიიღებს. რამდენიმე ქვეყანა ახალი იდეებით გამოვიდა“, - განუცხადა უოლესმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ლეტალური დახმარება მოიცავს არტილერიას, საბრძოლო მასალასა და უფრო მეტ საზენიტო იარაღს.