logo_geo
eng_logo
ბაიდენი აშშ-ში საწვავის ფასების ზრდაზე: ამის მიზეზი პუტინის ომია
- +

31 მარტი. 2022. 23:52

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშირა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ერთი გალონი საწვავი საშუალოდ 4.20 დოლარი ღირს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3.30 დოლარი ღირდა.

„ამის მიზეზი პუტინის ომია. ახლა მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი აღარ ყიდულობს რუსულ ნავთობს. მე ავკრძალე რუსული ნავთობის იმპორტი ამერიკაში. „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ კონგრესში მხარი დაუჭირეს ამას. ეს სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა, მე მაშინ ვთქვი, რომ ამას თავისი ფასი ექნებოდა. მაშინ, როდესაც რუსული ნავთობი მსოფლიო ბაზრიდან გადის, ნავთობის მიწოდება იკლებს, ხოლო ფასები იზრდება. ეს კი ამერიკელებს ურტყამს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

მანამდე თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ყველაზე დიდ რაოდენობას გამოათავისუფლებს.

 

აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, 6 თვის განმავლობაში, სტრატეგიული მარაგებიდან დღეში მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლება მოხდება.

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნავთობისა და შესაბამისად, ბენზინის ფასების ზრდა გამოიწვია. ბევრი მყიდველი უარს ამბობს რუსულ საწვავზე, რაც ნაკლებ მიწოდებასა და გაზრდილ მოთხოვნას იწვევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner