logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრემიერი: რუსული ძალები საკმაოდ მალე უკრაინის ტერიტორიის ერთი მესამედის დაპყრობას შეეცდებიან და რუსეთი ამას მოლაპარაკებებზე თავისი პოზიციის გასაძლიერებლად გამოიყენებს
- +

31 მარტი. 2022. 23:57

 

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსული ძალები საკმაოდ მალე უკრაინის ტერიტორიის ერთი მესამედის დაპყრობას შეეცდებიან და რუსეთი ამას მოლაპარაკებებზე თავისი პოზიციის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

 

„ვხედავ რუსული ჯარების გადაჯგუფებასა და რეორგანიზებას. ვფიქრობ, მალე შეეცდებიან უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას, კერძოდ დონბასში, ხოლო შემდეგ უკრაინაში ტერიტორიის ერთი მესამედის დაპყრობას. მათ მოლაპარაკებების ამ ძალიან ძლიერი პოზიციიდან წარმართვა სურთ“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა უნდა განაგრძონ რუსეთის წინააღმდეგ დამანგრეველი სანქციების დაწესება.

 

„მოსკოვს ეშინია გრძელვადიანი სანქციების. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი აქტივების ჩამორთმევას და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევწყვიტოთ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა“, - აღნიშნა მან.

 

მისი თქმით, დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინისათვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner