„წელს რუსეთიდან ტრანშები ძალიან შემცირდება და აქედან გამომდინარე, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ხელგახსნილად თვლის თავის თავს,“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თუ აქამდე ტრანშებით ხდებოდა ზეწოლა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე, დღეს აფხაზები (კულუარულად) ამბობენ, რომ თქვენ ტრანშსაც არ იძლევით და ვერ გვეხმარებით. აქედან გამომდინარე, ნურც გვაიძულებთ, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად წამგებიანია და არც გადავდგამთ - დაახლოებით ეგრეა“, - აღნიშნა არეშიძემ.