„დღეს, ჩვენი ღირსეული ნაბიჯია, რომ ზელენსკისა და უკრაინის მთავრობას პასუხი არ გავცეთ,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს, უკვე ფაქტები გამოჩნდა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები [„ნაციონალური მოძრაობა“]. ჩვენთვის ხომ მარტივად გასაშიფრია, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანას მართავდნენ და ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს და როდესაც მრჩევლად ჰყავს ასეთი ადამიანები, დარწმუნებული ვარ მოახერხეს ის, რაც მოახერხეს. ამდენი ქვეყანაა მის გარშემო, ასეთ მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა და იცლის იმისთვის, რომ საქართველო გააკრიტიკოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.