logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ბიბილოვის განცხადებაზე: არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს და არც ე.წ. განცხადებას, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი აკეთებს, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ეგრეთწოდებული და გვექნება შესაბამისი რეაგირება
- +

1 აპრილი. 2022. 00:19

 

 

„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გაკეთდა ბიბილოვის მხრიდან, ეს განცხადება კეთება ყოველთვის, როდესაც არის ე.წ. არჩევნები რეგიონში. ამ შემთხვევაშიც ბიბილოვს აქვს არჩევნები და მან ჩათვალა, რომ კამპანიისთვის, ისევე, როგორც წინა ოთხ შემთხვევაში, მიზანშეწონილი იყო ამ განცხადების გაკეთება,“ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიბილოვს ამის გაკეთება დასჭირდა საკუთარი კამპანიის მიზნებისთვის და ამ განცხადებას მისი ვარაუდით მსვლელობა არ მიეცემა.

 

,,ჩვენ, თუ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ ამ განცხადებას, ამით იმ წისქვილს დავასხამთ წყალს, რომელიც ეკუთვნის ბიბილოვს. მე იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა. ბიბილოვმა თავის კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატარა და ა.შ. მაგრამ არ მგონია, რომ შემდგომი მსვლელობა ამ ყველაფერს მიეცეს.

არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს და არც ე.წ. განცხადებას ვაღიარებთ, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი აკეთებს, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ეგრეთწოდებული და გვექნება შესაბამისი რეაგირება’’, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,დღის თემა’’.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner