logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: როცა შენ სახელმწიფოს, სამშობლოსა და ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე, ყველაფერი მეორე პლანზე გადადის
- +

1 აპრილი. 2022. 00:21

 

 

„როცა შენ სახელმწიფოს, სამშობლოსა და ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე, ყველაფერი მეორე პლანზე გადადის,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, რომ მათ წინამორბედებს მოექცნენ არა ისე, რისი ღირსებიც არიან და როგორც იმსახურებენ, არამედ, როგორც სახელმწიფოსა და ქვეყანას შეეფერება და სწორედ ამ დამოკიდებულებით არის უმრავლესობა დღემდე.

„ხაზი, რომელიც ავირჩიეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყო და უამრავი საშინელება ჩაიდინეს, არის ის რომ მათ არ მოვექცეთ დამსახურებისამებრ. პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, რომ ჩვენ გვინდა ავაშენოთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო. მათ მოვექცეთ არა ისე, რისი ღირსებიც არიან და როგორც იმსახურებენ, არამედ, როგორც ჩვენ სახელმწიფოსა და ქვეყანას შეეფერება და სწორედ ამ დამოკიდებულებით ვართ ჩვენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner