„ჩემი მეუღლე 2009 წლიდან სამხედრო პირი აღარ არის,“ - ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გატაცებული ლევან მაჩაბლის მეუღლემ, ვერიკო ხარაბაძე „იმედს“ განუცხადა.
„მოქმედი სამხედრო პირი არ არის“, -აღნიშნა ხარაბაძემ.
როგორც მანამდე სუს-ში განაცხადეს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.