„ყველა მხრიდან, შიდა და გარე ძალები ცდილობენ, რომ ქართულმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტოს - მათ ზუსტად აქვთ გაცნობიერებული შედეგები, თუ რას მოუტანდა საქართველოს ომში ჩათრევა ნებისმიერ დროს, ეს იქნებოდა, გუშინ, დღეს თუ ეს იქნება ხვალ,“ - ამის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ყველა თავიანთი მესიჯის უკან არის მათი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად ჩამოშალონ სახელმწიფო და მაქსიმალურად გაატარონ თავიანთი დამკვეთების ინტერესი“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.