logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ
- +

1 აპრილი. 2022. 00:52

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ რუსი ძალოვნებისა და საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო დაკავებების საფრთხის გამო.

 

„უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ გვაქვს, ვიდრე საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას და აშშ-ის მოქალაქეებს ინფორმაციას ვაწვდით შესაძლო სახიფათო მოვლენებზე. ბოლო კვირების განმავლობაში, მონაცემები გვაქვს, რომ რუსეთის ძალოვანი უწყებები მიზანმიმართულად ეძებდნენ და აკავებდნენ უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის მოქალაქეებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსი ძალოვნები, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში შეეცდებიან ამერიკელების დაკავებას მოქალაქეობის ნიშნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: რუსეთსა და უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ეს და დატოვონ ამ ქვეყნების ტერიტორია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner