logo_geo
eng_logo
“ფაქტი ერთია, სამართლიანობის აღდგენისთვის ერთი პიროვნება იბრძვის, უსამართლო მეთოდებით კი სწორედ ამ პიროვნებას ებრძვიან”
- +

1 აპრილი. 2022. 01:56

 

 

„რატომ აგორდება ხოლმე კამპანიები ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ნაცები, ტელევიზიები და მათთან გადაბარგებული გახარია, ე.წ “ვოზდუხა” დირიჟორობენ?! „– ამის შესახენ ფეისბუქმომხმარებელი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.

 

“რატომ აგორდება ხოლმე კამპანიები ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ნაცები, ტელევიზიები და მათთან გადაბარგებული გახარია, ე.წ “ვოზდუხა” დირიჟორობენ?!

იქნებ სახელი “ირაკლი” არ მოსწონთ?

არა მეგობრებო, ლოგიკა უმარტივესია და შემდეგში მდგომარეობს: მოდით გავიხსენოთ ვისი შსს მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დააკავეს და დანაშაულებზე პასუხი აგებინეს ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას, კორტების საქმის ჯალათებს, პატიმრების მწამებლებს, ბოლოს და ბოლოს თავად მიხეილ სააკაშვილსაც.

კი, ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში. ოპოზიციას ბუნებრივია არ აწყობს ძლიერი ლიდერი ხელისუფლების სათავეში, მაგრამ არაბუნებრივიც კია მათი არასახელმწიფოებრივი აზროვნება და პარტიული ინტერესების ქვეყანაზე წინ დაყენება, რადგან არამგონია საქართველოს ასეთ მძიმე პერიოდში ისეთი პრემიერი სჭირდებოდეს, რომლის გვარსაც 3 წელში უმრავლესობა ვერც გაიხსენებს.

ფაქტი ერთია, სამართლიანობის აღდგენისთვის ერთი პიროვნება იბრძვის მის ერთგულ გუნდთან ერთად, უსამართლო მეთოდებით კი სწორედ ამ პიროვნებას ებრძვიან”, – წერს ირაკლი ღლონტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner