logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: სააკაშვილმა დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად 49 499 ლარი გადაიხადა
- +

1 აპრილი. 2022. 02:05

 

 

დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს  აქვეყნებს.

 

 

“მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასათვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისათვის გადახდილი იქნა 58 876 ლარი.

 

 

მიხეილ სააკაშვილმა, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 403 966 ლარი, ხოლო ტრანსპორტით მომსახურებაზე – 2 280 196 ლარი დახარჯა.

 

 

2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, კოსმეტიკური პროცედურებისთვის – 673 260 ლარი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის – 273 971 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად – 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 237 354 ლარი, სხვადასხვა ხარჯის ასანაზღაურებლად – 576 508 ლარი დახარჯა.

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთის ქვეყნებში ველოსიპედების დაქირავებისათვის 35 350 ლარი გადაიხადა.

 

 

სააკაშვილმა დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად 49 499 ლარი გადაიხადა, ხოლო ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 994,84 ლარი დახარჯა.

 

 

მიხეილ სააკაშვილისათვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისათვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისათვის და მზარეულის ესპანეთში მგზავრობისათვის გახარჯულია – 191 643 ლარი.

 

 

მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი.

 

 

მიხეილ სააკაშვილისათვის ავიალაინერის დაქირავებისათვის გადახდილია 503 383 ლარი.

 

 

იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისათვის გადახდილია 45 214 ლარი.

 

 

პერუში ვერტმფრენის დაქირავებისათვის გადახდილია 33 204 ლარი.

 

 

საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისათვის ველოსიპედების დაქირავებისათვის გადახდილია 35 350 ლარი.

 

 

იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისათვის გადახდილია 25 237 ლარი.

 

 

აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner