logo_geo
eng_logo
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 788 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 303 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%
- +

1 აპრილი. 2022. 12:12

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  22 788 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 303 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 648 653

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.2% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.57%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 303 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 626 296.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 748 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან:

 

თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 15, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 13, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 28, მცხეთა-მთიანეთი -9, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 5 583 საიდანაც,

 

524 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 277, აჭარაში - 36, იმერეთში - 100.

 

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 124 პირი, მათ შორის, თბილისში - 75, აჭარაში - 17, იმერეთში - 16.

 

5 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner