logo_geo
eng_logo
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, როსტევანის ქუჩაზე 4 აპრილიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

1 აპრილი. 2022. 12:14

 

 

„დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, როსტევანის ქუჩაზე 4 აპრილიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მსვლელობისას შეზღუდვა მირიან მეფის ქუჩიდან ჭაშნაგირის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთსა და როსტევანის ქუჩაზე ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

 

მირიან მეფის ქუჩიდან როსტევანის ქუჩისკენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თინათინის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათისა და ნ. აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გამოყენებით. ამავე ქუჩების დახმარებით, მოძრაობა თავისუფალი იქნება როსტევანის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩის მიმართულებით.

 

ასევე, სატრანსპორტო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ოთხი ათასი მესხის, ფარსადანისა და ჭაშნაგირის ქუჩებზე.

 

მუნიციპალურ ტრანსპორტს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ შეეხება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner