ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, მაია ნადირაძე ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას გარემოცვას უწუნებს. დებატები ნიკა გვარამიას გუშინდელმა სტატუსმა გამოიწვია, სადაც მან უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი გააკრიტიკა საქართველოზე გაკეთებული განცხადების გამო.
მაია ნადირაძე: მარტო ის მაინტერესებს, რა გარემოცვა გყავს ასეთი, რომ შენი ტვინი ამ მიმართულებით ოპერირებს… რომ ეს ნათქვამი “ დახოცილებში შეხიდებაა” და სხვა არაფერი…
ძალიან ვერიდები შენთან კამათს, მაგრამ ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება. რავი, დაფიქრდი მაინც – ოპტიმალური მომენტის გამოყენება საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად “ დახოცილებში შეხიდებაა”?!
ქოცხროვას რომ არაფერი შეუძლია ვიცით, მაგრამ შენი ( როგორსაც მე ვიცნობდი)პოლიტიკური გაპრავება რაში წერია, მაგას ვერასდროს მივხვდები.
ნიკა გვარამია: საოცარი კომენტარია, მაია. გმადლობთ.
ქოცხროვა რომ გყავს ხელისუფლებაში და საომრად მიდიხარ, ეგ ცალკე საკითხია.
ps გარემოცვა ჯობია შენ გაიჩინო, რომელიც გეტყვის რომ კანტის კატეგორიული იმპერატივებით არ იღაღადო.
მაია ნადირაძე: ჩემი შენ გითხარიო და გული მოგიკალიო.
რაკი-ღა აგდებული ტონი აირჩიე, კი იმსახურებ შესაბამისად გიპასუხო, მაგრამ ახლა მეზარება “უშეცდომო და შეუპოვარი” მებრძოლის სიმბოლოსთან პაექრობა.
ჩემი გარემოცვა რომ არ მოგწონს და საკუთარით აღფრთოვანებული ხარ, ეგ ცალკე ამბავია…
ნიკა გვარამია: არც ვაპირებ ამ დისკუსიის გაგრძელებს. შენი კომენტარის ტონს შეხედე და მერე მელაპარაკე ტონზე.
რაც შეეხება შენს გარემოცვას, არც ვიცოდი თუ გყავდა.
რაც შეეხება უშეცდომოს და შეუპოვარს, უშეცდომო არავინ არაა, შეუპოვარი ნამდვილად ვარ. აი შენ სად ხარ და რა ხარ, სხვების ჭკუის დამრიგებლიის გარდა, მაგაში გაერკვიე და მერე დაარიგე ჭკუა სხვებს და მოთხოვე მოქმედება, საკუთარ ტახტზე მოკალათებულმა.
მაია ნადირაძე: უიმეე, სად გინდა რომ ვიყო?! ოდესმე რამეზე უკან დამიხევია? რეებს წერ? შენ როგორ მეუბნები მაგას, რომელმაც ყველაფერი იცი ჩემზე?!
შენ ხარ საერთოდ?! ალბათ სხვა წერს შენს მაგივრად, იმიტომ რომ წესით უნდა იცოდე, კანტის იმპერატიული კატეგორიები დამრიგებულ ან კატეგორიულ ტონს კი არ ნიშნავს, არამედ მორალს, როგორც იმპერატიულ კატეგორიას ცხოვრებაში. ეს რომ აღარ გახსოვს იმიტომ ვართ იქ სადაც ვართ.
ნიკა გვარამია: არ ვაპირებ მაია დისკუსიის გაგრძელებას. ჩემი შენდამი დამოკიდებულების და ყველაფერ იმის გამო, რაც ერთად გაგვივლია.
კანტი მე წაკითხული მაქვს თავიდან ბოლომდე. მოყოლით არ ვიცი. ვერ ვიტყოდი, რომ აღფრთოვანებული დავრჩი, ისე