logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: როგორც ჩანს, ზელენსკი მის კარზე ჩაბუდებულმა „ნაცებმა“ დაარწმუნეს, რომ ელჩის ცუდი მუშაობის შედეგად, ვერ მოხერხდა ქართული სახელმწიფოს დაბომბვა და შემდეგ ჩამოშლა
- +

1 აპრილი. 2022. 14:04

 

 

 

 

„როგორც ჩანს, ზელენსკი მის კარზე ჩაბუდებულმა ნაცებმა დაარწმუნეს, რომ ელჩის ცუდი მუშაობის შედეგად, ვერ მოხერხდა ქართული სახელმწიფოს დაბომბვა და შემდეგ ჩამოშლა, რაც მათ მისცემდა საშუალებას, ხელისუფლების ხელში ჩაგდების, იმავე მომენტიდან, ქვეყნის საერთაშორისო სანქციებთან სრულად მიერთების, მოხალისეების გაგზავნისა საქართველოს თვითმფრინავით და რუსებისათვის მეორე ფრონტს გახსნისა“, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

 

მისი თქმით, სხვა ახსნა არა აქვს მსოფლიოში არსებულ 200 სახელმწიფოს შორის მხოლოდ საქართველოდან ჯერ ელჩის „საკონსულტაციოდ“ გაწვევას, ხოლო შემდეგ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას.

 

„რა აკავშირებს ზელენსკის ნაცებთან და სააკაშვილთან? უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი ჯერ „საკონსულტაციოდ“ გაიწვია, მერე თანამდებობიდან გაათავისუფლა და ხვალ შეიძლება დააპატიმროს კიდეც. როგორც ჩანს, ზელენსკი მის კარზე ჩაბუდებულმა ნაცებმა დაარწმუნეს, რომ ელჩის ცუდი მუშაობის შედეგად, ვერ მოხერხდა ქართული სახელმწიფოს დაბომბვა და შემდეგ ჩამოშლა, რაც მათ მისცემდა საშუალებას, ხელისუფლების ხელში ჩაგდების, იმავე მომენტიდან, ქვეყნის საერთაშორისო სანქციებთან სრულად მიერთების, მოხალისეების გაგზავნისა საქართველოს თვითმფრინავით და რუსებისათვის მეორე ფრონტს გახსნისა. სხვა ახსნა არა აქვს მსოფლიოში არსებულ 200 სახელმწიფოს შორის მხოლოდ საქართველოდან ჯერ ელჩის „საკონსულტაციოდ“ გაწვევას, ხოლო შემდეგ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას ახალი ელჩი კი მისი აზრით ამ ყველაფერს პირნათლად შეუსრულებს. ისე, მართლა საინტერესოა, რატომ დადო უკრაინის ხელისუფლებამ ამხელა ფსონი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე? მართლა კრიმინალმა შეადუღაბა ისინი თუ ახალი „უფროსი ძმის“ სინდრომი შეეყარა ზელენსკის, რის გამოც ზემოდან გვიყურებს და მისი მითითებების რა უგულებელყოფის შემთხვევაში ქვეყნის ხელისუფლების დასჯას ცდილობს“, - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner