#გაიგერაკეთდებაშენსსოფელში
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნიგოზას ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანებულ გზაზე არსებული ორმოები და არ არსებული სანიაღვრე არხი დაზიანების ხარისხს ზრდიდა, გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. განსაკუთრებით კი საჯარო სკოლის მოსწავლეებს ექმნებოდათ პრობლემები.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს, რომლის ღირებულება 160 320 ლარია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის დასრულება 400 ბენეფიციარისთვის უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოხსნას.