„გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესის თანამდებობის მქონე პირებთან, პრემიერ-მინისტრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, თავადაც ჰქონდა საუბრები კოლეგებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
„ასევე ჩემი მხრიდანაც გაიმართა სატელეფონო საუბრები და შეხვედრებიც, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თბილისში იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.