logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით, პროცესი უკვე დაწყებულია, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესის თანამდებობის მქონე პირებთან, პრემ
- +

1 აპრილი. 2022. 16:12

 

 

„გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესის თანამდებობის მქონე პირებთან, პრემიერ-მინისტრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, თავადაც ჰქონდა საუბრები კოლეგებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

 

„ასევე ჩემი მხრიდანაც გაიმართა სატელეფონო საუბრები და შეხვედრებიც, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თბილისში იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner