logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ევროპარლამენტარი ფოტიგა ჩამოსაყვანია აქ. უნდა მოვთხოვოთ, სანამ საქართველოს ახსენებს, მედიის, ანუ კამერების წინ ნახოს 7 ნოემბრის კადრები
- +

1 აპრილი. 2022. 16:13

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ევროპარლამენტარი ფოტიგა ჩამოსაყვანია აქ. უნდა მოვთხოვოთ, სანამ საქართველოს ახსენებს, მედიის, ანუ კამერების წინ ნახოს 7 ნოემბრის კადრები, წამების და დამცირების ვიდეოები, გირგვლიანის, თეთრაძის, მოლაშვილის, გელაშვილის, კობა დავითაშვილის და სხვათა ფოტოები და ა.შ.

 

შემდეგ, ასევე მედიის თანდასწრებით წავუკითხოთ 9 მილიონში შემავალი ხარჯების ჩამონათვალი და ვკითხოთ, მის ქვეყანაში თუ არის მიღებული.

 

შემდეგ უნდა მოვთხოვოთ მედიასთან კომენტარების გაკეთება, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე. უკვე ყველა ზღვარს გადადის“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner