logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენ არც უსაფრთხოების გარანტიები გვაქვს და არც ნატოს მე-5 მუხლი გვიცავს, სულ რამდენიმე კილომეტრში განლაგებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ - მიუხედავად ამისა, ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით
- +

1 აპრილი. 2022. 18:20

 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ქრონიკასთან“ საუბრისას, აღნიშნა, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც რუსული აგრესიის პირობებში ცხოვრობს, ბევრ სხვა ქვეყანაზე მეტად უჭერს მხარს უკრაინას.

 

„უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯებია ქვეყნისთვის, რომელიც, სხვა, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით, უნიკალურ, განსხვავებულ სიტუაციაშია. ჩვენ არც უსაფრთხოების რაიმე გარანტიები გვაქვს და არც ნატოს მე-5 მუხლი გვიცავს. პირიქით, ვართ მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ - სულ რამდენიმე კილომეტრში განლაგებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner