logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: ჩინეთი თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე
- +

1 აპრილი. 2022. 19:12

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ჩინეთი თვალს ვერ დახუჭავს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა აგვეხსნა ევროკავშირის პოზიცია. ჩინეთს მოვუწოდეთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველა ძალისხმევაში, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად კეთდება“, - აღნიშნა შარლ მიშელმა ევროკავშირი-ჩინეთის ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შარლ მიშელის თქმით, სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთისთვის დახმარების გაწევის ნებისმიერი მცდელობა გაახანგრძლივებს ომს.

„ჩვენ ასევე ფხიზლად მოვეკიდებით რუსეთისთვის ფინანსური ან სამხედრო დახმარების გაწევის მცდელობებს. თუმცა, ევროპელები და საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება ჩინეთის პოზიტიურ ნაბიჯებს ომის დასრულების თვალსაზრისით“, - დასძინა შარლ მიშელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner