logo_geo
eng_logo
ერდოღანმა და პუტინმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები განიხილეს
- +

1 აპრილი. 2022. 19:51

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, იმოქმედონ საღი აზრით და შეინარჩუნონ დიალოგი. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარში განუცხადა.

ერდოღანმა და პუტინმა ასევე განიხილეს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის, რომელიც მიმდინარე კვირაში სტამბოლში გაიმართა. ერდოღანმა განაცხადა, რომ „პოზიტიურმა და კონსტრუქციულმა“ მოლაპარაკებებმა მშვიდობის იმედი გააჩინა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა იმოქმედონ საღი აზრით და შეინარჩუნონ დიალოგი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner