ნებისმიერი რეფერენდუმი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების თაობაზე უკანონო და ბათილი იქნება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ლიეტუვის საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.
„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი რეფერენდუმი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების თაობაზე უკანონო და ბათილი იქნება. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.