logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაში ასახული რეფორმები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს, რომელსაც იზიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი
- +

1 აპრილი. 2022. 20:47

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაში ასახული რეფორმები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს, რომელსაც იზიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, პროგრამაში ასახული რეფორმების ჩამონათვალი საკმაოდ ამბიციურია და მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

„როდესაც ვსაუბრობთ რეფორმების დღის წესრიგზე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი, რომელიც ასახულია სსფ-ის პროგრამაში, მომზადებულია საქართველოში და მის შესრულებაზე ვალდებულებას იღებს საქართველოს მთავრობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაზიარებულია ის რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ასე იყო წინა ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში და ასეა ახალ პროგრამაშიც. შესაბამისად, არანაირი აზრთა სხვადასხვაობა ამ რეფორმების დღის წესრიგზე არ არსებობს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ასევე ისაუბრა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ როგორც საბიუჯეტო დეფიციტის, ისე ვალის მიმართულებით არსებობს ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული ნიშნული, რომლის მისაღწევად ქვეყანა დგამს შესაბამის ნაბიჯებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner