logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება
- +

1 აპრილი. 2022. 21:14

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკისრება.

„ომის დასრულება პუტინის ხელშია. სწორედ მან დაიწყო ომი ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ახლა მისი პასუხისმგებლობაა ომის დასრულება. სასტიკი რეალობა ის არის, რომ თავად პუტინმა აირჩია ომი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია უკრაინის მთავრობას გაზრდილ სამხედრო დახმარებას სთავაზობს, რადგან „არის რუსეთი, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ მათთვის წითელი ხაზები არ არსებობს“.

„გერმანიაში კურსი 180 გრადუსით შევცვალეთ, რადგან უკრაინას სჭირდებოდა ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ ამ ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ პუტინმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და ამიტომაც ახლა უკრაინას იარაღს ვაწვდით“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner