logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მიშა მინიმუმ 6 წელს მოიხდის მშვიდად, წყნარად, ჭამა-სმით უზრუნველყოფილი. დროა თქვენ პატ-ოპოზიციავ გაიაზროთ არსებული რეალობა და თუ გინდათ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენდეთ, ცოტა პრაგმატულად იმოქმედეთ
- +

1 აპრილი. 2022. 21:17

 

 

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას.

პატ-ოპოზიციავ! ახლა გაქვთ შანსი გათავისუფლდეთ მაოხრებელი გზირისგან... ანუ ევროპამაც კი იმ გემზე გაუშვა მიშა სადაც შავით თეთრზე ეწერა „იდი ნა ...“...მოკლედ, მიშა მინიმუმ 6 წელს მოიხდის, მშვიდად, წყნარად, ჭამა-სმით უზრუნველყოფილი...ჰო და ამ ამბიდან გამომდინარე მგონია, რომ დროა თქვენ პატ-ოპოზიციავ ცოტა ჭკუას წიხლი დააჭიროთ, გაიაზროთ არსებული რეალობა და თუ გინდათ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენდეთ, ცოტა პრაგმატულად იმოქმედეთ...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სტრასბურგის სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner