logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური „კრემლი“ ორკესტრირებულად ებრძვის „დასავლურ ფასეულობათა შუქურას“
- +

1 აპრილი. 2022. 21:49

 

 

უკრაინის მოქალაქეს დედამიწის ზურგზე რჩება მხოლოდ „შარიათის სასამართლოს“ იმედი და არაა გამორიცხული, სააკაშვილის ადვოკატებმა ავღანეთის თალიბანისკენ აიღონ გეზი - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის საჩივრის განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური „კრემლი“ორკესტრირებულად ებრძვის „დასავლურ ფასეულობათა შუქურას“. „პუტინის პატიმრის“ მიმართ ქართულ პენიტენციურ სისტემაში „არაადამიანურ“ მოპყრობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი, ივანიშვილის მიერ „მოსყიდულმა“ ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ - განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო. ალბათ პუტინის აგრესიის მიმართ „შიშის“ გამო. ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური „კრემლი"“ორკესტრირებულად ებრძვის „დასავლურ ფასეულობათა შუქურას“. მასე ყოველ ჯერზე მოხდება - როდესაც მის მიერ წამოწყებულ საქმეებს: „სააკაშვილი - საქართველოს წინააღმდეგ“ ჰქვია. როგორც წესი - საქართველო იმარჯვებს. ამჟამად უკრაინის მოქალაქეს დედამიწის ზურგზე რჩება მხოლოდ "შარიათის სასამართლოს" იმედი და არაა გამორიცხული, სააკაშვილის ადვოკატებმა ავღანეთის თალიბანისკენ აიღონ გეზი“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

სტრასბურგის სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner