ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა.
„რაო, წამება და არაადამიანური მოპყრობა არაო სტრასბურგის სასამართლომ? ლომჯარიას, გვარამიას, „ემპათიას“ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, რისი იმედი ჰქონდათ ოღონდ არ ვიცი”- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას. ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც, საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა.