logo_geo
eng_logo
მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს
- +

9 აგვისტო. 2016. 21:53


 21 ივნისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. Ambebi.ge გიორგი ლომინაძის ძმას ესაუბრა.


- მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ ორივეს სჭირდებათ რამდენიმე ოპერაცია, გიორგის ფეხებზე.


ასევე ხანგრძლივი რეაბილიტაცია.


- ამბობენ, რომ თურქეთში აპირებთ მათ გადაყვანას...


- ჯერ არ ვიცით სად გაუკეთდებათ ოპერაცია და როდის, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.


21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდნენ მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები. კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე მიღებული ტრამვების გამო დასავლეთ საქართველოს რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner