logo_geo
eng_logo
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჯგუფმა ალყაში მოქცეულ მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო
- +

1 აპრილი. 2022. 23:20

 

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჯგუფმა ალყაში მოქცეულ მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა გადაიდო.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გუნდი, რომელიც პარასკევს მარიუპოლში მიემგზავრებოდა და რომელსაც ხელი უნდა შეეწყო მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გაყვანისთვის, ზაპოროჟიეში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც შეთანხმების განხორციელება შეუძლებელი გახდა“ , - ნათქვამია განცხადებაში.

წითელი ჯვრის გუნდი ალყაში მოქცეულ ქალაქში გამგზავრებას შაბათს გეგმავს.

„ოპერაციის წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ შეთანხმებებს და უზრუნველყონ აუცილებელი პირობები და უსაფრთხოების გარანტიები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner