ერთი დღის განმავლობაში, 1-ელ აპრილს, უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონიდან 1 735 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კირილ ტიმოშენკო აღნიშნავს, სევეროდონეცკიდან 285, რუბეჟნოედან 60, ლისიჩანსკიდან და მისი მიმდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან 1 300, კრემენაიადან 52, ხოლო პოპასნაიადან 38 ადამიანი გაიყვანეს.
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე, ლუგანსკის რეგიონიდან, ოფიციალურად, ევაკუირებულია 18 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.