logo_geo
eng_logo
კოპენჰაგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა
- +

1 აპრილი. 2022. 23:32

 

 

კოპენჰაგენში, საერთაშორისო კინოფესტივალზე CPH:DOX მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმის „წყალს საზღვრები არ აქვს“ ჩვენება შედგა.

ჩვენების შემდეგ, ფილმის რეჟისორთან კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა შეხვედრა. ღონისძიების დასასრულს კი საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

აღსანიშნავია, რომ მარადია ცაავა ამავდროულად მიწვეულია CPH:DOX-ის ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამის (Nordic:DOX) ჟიურის წევრად.

ფილმის „წყალს საზღვრები არ აქვს“ განმეორებითი ჩვენება კოპენჰაგენში 3 აპრილს შედგება.

კიდევ ერთი ქართული ნამუშევარი, რომელიც კინოფესტივალზე მონაწილეობს არის ქეთი მაჭავარიანის დოკუმენტური ფილმი „მზიური“. სექციაში „წლის გამორჩეული ფილმები“ უკვე შედგა მისი სამი ჩვენება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner