პუტინის ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამთ, ვიდრე დაბომბვა გრძელდება, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.
„თქვენ იცით, როგორი სიტუაციაა, მაგალითად, მარიუპოლში. ქალაქში ჯერ კიდევ 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა და მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ყოველ დღე ამბობს, რომ აწარმოებს, როგორც თავად უწოდებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ამასთანავე ის ბომბავს მარიუპოლს, ის ბომბავს ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფნებს, ქალაქში საკვებსა და მედიკამენტებს არ უშვებს, რაც აშკარად ჰუმანიტარული კანონების დარღვევაა. ამიტომ ეს არის ომის დანაშაული“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.