საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე, საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა და საკუთარ ტექსტში ევროპარლამენტარები - ანა ფოტიგა და რაფაელ გლუკსმანი მონიშნა.
„როგორც ჩანს, კარგადაა, თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ!“, - წერს ის.
ქარუმიძე პოსტს ურთავს იუსტიციის სამინისტროს ტექსტს, რომელშიც აღნიშნულია: „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მის მოპყრობასთან დაკავშირებით. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სრულად არის დაცული“.