logo_geo
eng_logo
ლევან ქარუმიძე ანა ფოტიგასა და რაფაელ გლუკსმანს: როგორც ჩანს კარგადაა, თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ
- +

1 აპრილი. 2022. 23:59

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე, საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა და საკუთარ ტექსტში ევროპარლამენტარები - ანა ფოტიგა და რაფაელ გლუკსმანი მონიშნა.

„როგორც ჩანს, კარგადაა, თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ!“, - წერს ის.

ქარუმიძე პოსტს ურთავს იუსტიციის სამინისტროს ტექსტს, რომელშიც აღნიშნულია: „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მის მოპყრობასთან დაკავშირებით. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სრულად არის დაცული“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner