logo_geo
eng_logo
ბულგარეთის საგარეო უწყება ჯაშუშობის ბრალდების გამო, რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
- +

2 აპრილი. 2022. 01:50

 

 

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდების გამო, რუსი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, რუს დიპლომატს ბულგარეთის დასატოვებლად 72 საათი მისცეს.

ბულგარეთის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყნის პროკურატურამ მათ მიაწოდა ცნობები, რომ რუსეთის საელჩოს დიპლომატი სადაზვერვო საქმიანობაში იყო ჩართული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner