logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ პუტინი ახლა არ გავაჩერეთ, ის აგრესიას ევროპაში გააგრძელებს
- +

2 აპრილი. 2022. 11:01

 

 

„კრემლის მადა იზრდება და თუ პუტინი ახლა არ გავაჩერეთ, ის აგრესიას ევროპის წინააღმდეგ გააგრძელებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ FoxNews-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 

ზელენსკის თქმით, ბოლო წლების მოვლენები მიუთითებს, რომ კრემლის ლიდერის მადა იზრდებოდა და ის გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს.

 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში მხოლოდ გამარჯვებაა მისაღები ვარიანტი და რომ მშვიდობა ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ არ იქნება მიღწეული.

 

ცნობისთვის, 1 აპრილს ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად ძირითად დარტყმას და შეტევას დონბასისა და ხარკოვის მიმართულებებზე ამზადებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner