„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სტაბილური განვითარებისთვის, მშვიდობისა და იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც თითოეულ ბათუმელს აწუხებს“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმში დღეს მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები ტარდება, რომელიც განსაზღვრავს ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ფორმირების ბედს განსაზღვრავს. მან მიმართა მე-4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებსა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სტაბილური განვითარებისთვის, მშვიდობისა და იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც თითოეულ ბათუმელს აწუხებს“, - განაცხადა რიჟვაძემ.