logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა კრიზისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება
- +

9 აგვისტო. 2016. 22:09


რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კრიზისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება. ამის შესახებ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგში, თურქ კოლეგა რეჯებ თაიპ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, შეხვედრისას, რომელსაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა აქვს, დაისახა გზები სამომავლოდ ამ ურთიერთობების აღსადგენად. ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა შეაფასა როგორც კონსტრუქციული.


თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე, შესავალ სიტყვაში ვლადიმერ პუტინი „ძვირფას მეგობრად" არაერთხელ მოიხსენია და განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი მზად არიან ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. მისივე თქმით, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელი გახდა თითოელი ქვეყნის პოლიტიკური ნებითა და საზოგადოების მხარდაჭერით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner