logo_geo
eng_logo
ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ წარდგება
- +

9 აგვისტო. 2016. 22:35


საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი" იქნება.


ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად, ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წელს, რუსუდან გლურჯიძის ფილმი - "სხვისი სახლი" შეირჩა. გადაწყვეტილება 9 აგვისტოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კინოთეატრ "ამირანში" მიიღო. კომისიის წევრები იყვნენ:


ზაზა ურუშაძე - რეჟისორი

მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი

გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი

ოთარ შამათავა - რეჟისორი

კახა კანდელაკი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე

გოგა პიპინაშვილი - მსახიობი

კოტე ჯანდიერი - მწერალი, დრამატურგი

ლელა ოჩიაური - კინომცოდნე

ნინო მხეიძე - კინომცოდნე

 

 

კომისიის წევრებს არჩევანის გაკეთება ოთხ ფილმს შორის მოუწიათ. შესარჩევ პროცესში მონაწილეობას "სხვისი სახლის" გარდა ნინო ბასილიას "ანას ცხოვრება", თეონა და ტიერ გრენადეების "ძმა" და ვანო ბურდულის "გაყინული შადრევნების წელიწადი" იღებდა.


"სხვისი სახლი" საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის კოპროდუქციაა. ფილმი წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West.


იგი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner