logo_geo
eng_logo
მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭს ეძებენ
- +

2 აპრილი. 2022. 17:44

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში, მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭი გადავარდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭი მშობლებთან ერთად ხიდზე გადადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. ბიჭის დახმარება მამამ სცადა, თუმცა უშედეგოდ.

 

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner