წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში, მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭი გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭი მშობლებთან ერთად ხიდზე გადადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. ბიჭის დახმარება მამამ სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.