logo_geo
eng_logo
სპეციალურ საგამოძიებო სამსახური: ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, საიტის განახლების შემდეგ კვლავ ხელმისაწვდომი იქნება
- +

2 აპრილი. 2022. 19:21

 

 

www.sis.gov.ge - გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში სპეციალურ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო 2022 წლის 1 მარტს შეიქმნა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოდ განისაზღვრა. 1 მარტიდან, ასევე დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

 

www.sis.gov.ge - გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია.

 

საიტის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, კვლავ აისახება საიტზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner