logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ოპოზიციის პოლიტიკური ამოცანაა ხელისუფლება მოარღვიოს, რა თქმა უნდა იქ თანამშრომლობა რთულია
- +

2 აპრილი. 2022. 20:52

 

 

“ხალხისთვის მთავარია მათი კომუნალური საკითხები თუ სხვა, რომელიც აინტერესებთ დროულად და ეფექტიანად გადაწყდეს, შესაბამისად უნდა იყოს სისტემა, რომელიც ამას უზრუნველყოფს,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში ოპოზიციის მიზანია ხელისუფლება მოარღვიოს, იქ თანამშრომლობაზე საუბარი რთულია.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ამოცანას წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ჩამოცილებას ხელისუფლებიდან. შესაბამისად ისინი, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსაც უყურებდნენ როგორც რეფერენდუმს, იმისთვის, რომ სიტუაციაა აეტრიალებინათ ქვეყანაში. როდესაც ოპოზიციის მიზანი არის არა ის, რომ მოსახლეობის საჭიროება გადაწყვიტოს, არამედ მათ აქვთ პოლიტიკური ამოცანა, მოარღვიონ ხელისუფლება, რა თქმა უნდა იქ თანამშრომლობა რთულია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner