უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსი ოკუპანტებისგან კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს
-
+
2 აპრილი. 2022. 23:12
რუსი სამხედროებისგან კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი ოლქი გათავისუფლებულია მტრისგან”, – წერს ანა მალიარი Facebook-ზე.