ლიეტუვამ რუსული გაზის ყიდვა შეწყვიტა. ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აპრილის დასაწყისიდან რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყდა და მთელ მოთხოვნას აკმაყოფილებს კლაიპედას გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი და მომდევნო პერიოდისთვის მომხმარებლები ბუნებრივ აირს მხოლოდ ტერმინალიდან მიიღებენ.
როგორც ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის გარდამტეხი მომენტი ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ისტორიაში.