logo_geo
eng_logo
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ზესტაფონში, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
- +

3 აპრილი. 2022. 10:35

 

 

ზესტაფონში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები და მედიკამენტები შეიძინეს.

ზესტაფონმა, პირველ ეტაპზე, უკრაინაში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტი საქართველოს რეგიონებში შეგროვილ 150 ტონაზე მეტ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გააგზავნა, რომელიც დანიშნულების ადგილას უკვე ჩავიდა.

აქციაში, საჯარო მოხელეებთან ერთად, მოქალაქეები, კერძო სექტორი და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. ასევე შექმნილია საგანგებო ფონდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner