„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.
4 აპრილს პრემიერ-მინისტრი აჭარას ეწვევა და მიმდინარე პროექტს გაეცნობა:
„გახსოვთ, წინა წელს პრემიერ-მინისტრი 63-ვე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინა, შესაბამისი დავალებები გასცა და დაჰპირდა, რომ პირადად გაეცნობოდა შედეგებს. დღეს პრემიერი პირველ რეგიონს - აჭარას ეწვევა და მიმდინარე პროექტს გაეცნობა“, - აცხადებს ნინო გიორგობიანი.